თეგი: ბენ კარდინი

სენატორი ბენ კარდინი: აშშ საქართველოს და უკრაინის გვერდით დგას

ამერიკელი სენატორი ბენ კარდინი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს. „მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ საქართველოს მიწის არაპროვოცირებული ანექსიიდან 14 წელი სრულდება, რამაც გამოიწვია ქართველების იძულებით გადაადგილება და შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე. აშშ დგას საქართველოს და ახლა უკრაინის გვერდით“, – წერს ბენ კარდინი Twitter-ზე. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

სენატორი კარდინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის გეგმაზე: ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს. „ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ რუსეთის გეგმები საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში,“ - წერს ბენ კარდინი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა

ბენ კარდინი: ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, მოუთმენლად ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას,“ – წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

სენატორი ბენ კარდინი: პუტინის სტილის კანონი - დავუკავშირდი საქართველოს ელჩს, რათა გადამეცა შეშფოთება

„პუტინის სტილის" კანონი - ასე აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სენატორი ბენ კარდინი. კარდინის თქმით, შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა. მან მადლობა გადაუხადა სენატორ შაჰინს, რომელმაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომამაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. „სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის სწორ გზაზე მოძრაობას. ეს რა თქმა უნდა, არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ... მე დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა მათთვის გადამეცა ჩემი შეშფოთება იმაზე, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს მოძრაობასა და ევროპაში ინტეგრაციაზე," - განაცხადა სენტორმა ბენ კარდინმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე "შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.